|
2017-10-30 13:31:58, 1861 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია სახელწოდებით - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებთან ერთად გამართა. ორგანიზატორებმა კახი კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მისი სახით ქალაქს საგზაო უსაფრთხოების საკითხების აქტიური მხარდამჭერი ეყოლება. საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კომენტარი მედიასთან გააკეთა. კალაძის თქმით, ამ სფეროში, რომელიც ბევრი მიმართულებისგან შედგება, მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელება, რისთვისაც კონსტრუქციული მიდგომები და მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო. მისივე განცხადებით, ცვლილებების ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება, მოძრაობის ახალი წესების შემოღება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაშიც ჩართული იქნებიან სამთავრობო უწყებები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მსგავი კომპლექსური მიდგომა ქალაქში დღეს არსებულ მდგომარეობას რეალურად შეცვლის. მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ასევე მიესალმება ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს. „როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და ხელშეწყობისთვის ჩვენი მხრიდან, რათა ამ მიმართულებით გავაძლიეროთ მუშაობა; ჩვენ ვართ ორიენტირი ადამიანზე და ადამიანის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნულ თემას ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პროგრამულ ხედვებსა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია მოიცავს. მისი განცხადებით, ქალაქის ეკოლოგიური და ურბანული პოლიტიკა და ის რეფორმები, რომელიც ამ სფეროში უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვან კავშირშია საგზაო უსაფრთხოებასთან. „ახალი მერი საუბრობს ე.წ. შავ წერტილებზეც, სადაც საგზაო მოძრაობის რისკებია თავმოყრილი; უსაფრთხო ქალაქის კონფენციის ფარგლებში, მომავალი წლების განმავლობაში, დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას გულისხმობს“, - აღნიშნა შტაბის ხელმძღვანელმა. არჩილ თალაკვაძის თქმით, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა, რომელიც იზიარებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, ქალაქში დღეს არსებულ გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს. კონფერენციას ესწრებოდნენ ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე წამყვანი სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით და თემატური სემინარი სამუშაო ჯგუფებში. (NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)