|
2017-10-30 12:56:43, 2164 ნახვა
ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, სექტემბერში მშპ-ის ზრდის ტემპმა 5% შეადგინა
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის 9 თვის საშუალო რეალური ზრდა 4.7%-ია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის სექტემბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა; მშენებლობა; ვაჭრობა; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება; სასტუმროები და რესტორნები. „2017 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, გაიზარდა პროდუქციის ექსპორტი შემდეგ სექტორებში: ფეროშენადნობის ექსპორტი 207%-ით, ღვინის ექსპორტი 90%-ით, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 41%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 55%-ით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 149%-ით. შეგახსენებთ რომ 2017 წლის 9 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საგარეო მოთხოვნის ზრდასთან. საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის სექტემბერში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ: 25.2%-ით გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და 304.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების ექსპორტში არსებული დადებითი ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა; 24.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 124.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
(NS)
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)