|
2017-10-28 17:53:55, 2535 ნახვა
სამართალი
ექსპერტიზის ბიურო ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის რუსთავის განყოფილებაში გადასვენებაზე განმარტებას აკეთებს
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენების მიზეზებთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს. „მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენებამ საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ბიურო განმარტავს: სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით (ISO-17025) და ასევე, გახლავთ „სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი“-ს (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი. ზემოაღნიშნული ავალდებულებს ბიუროს განუხრელად დაიცვას ყველა ის სტანდარტი, რომელსაც იცავს ENFSI-ის წევრი ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებები. სტანდარტი გულისხმობს, კონკრეტული ექსპერტიზების ჩატარების წესის დაცვის გარდა, სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად შრომის უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული ყოველწლიურად მკაცრად კონტროლდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დეპარტამენტში (თბილისი) მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების და სტანდარტების დაცვის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება ტექნიკური ხასიათის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, სატვირთო ლიფტის პროფილაქტიკური-სარემონტო სამუშაოები. სატვირთო ლიფტით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ხდება გარდაცვლილების გადაყვანა სასექციო განყოფილებაში, რომელიც შენობის მე-4 სართულზე მდებარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ლიფტის გამართულობა. პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვისას, წინასწარი შეტყობინებით ეცნობება შსს-ს შესაბამის სამსახურებს, რათა კონკრეტულ პერიოდში არ მოხდეს თბილისის დეპარტამენტში ცხედრების შემოყვანა და მათი გადანაწილება განხორციელდეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავის ან გორის განყოფილებებში. ა.წ. 19 ოქტომბერს, უმოკლეს ვადაში სატვირთო ლიფტზე გადაუდებელი სამუშოების ჩატარების მიზნით, 2 დღით ლიფტის გაჩერების მოთხოვნით, ბიუროს მომართა კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „საქართველოს ლიფტების კომპანია“. ბიუროს მიერ კომპანიას გაეგზავნა საპასუხო წერილი 20 ოქტომბერს, რომელშიც მითითებული იყო, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა ა.წ. 25 ოქტომბრის დილის 09.00 საათიდან- 26 ოქტომბრის საღამოს 18.00 საათამდე. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ეცნობა შსს-ს შესაბამის სამსახურებს, რათა ამ პერიოდში გარდაცვლილი პირების გადასვენება მომხდარიყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავის განყოფილებაში. დატვირთვის გაზრდის გამო, თბილისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების ნაწილი მივლინებულ იქნა რუსთავის სასამართლო-სამედიცინო განყოფილებაში. სწორედ ამიტომ, ა.წ. აღნიშნულ პერიოდში გარდაცვლილი 6 პირიდან, მათ შორის ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის რუსთავის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში შეყვანამდე უკვე შეყვანილი იყო 3 გარდაცვლილი პირი და მის შემდგომ ამავე განყოფილებაში შეყვანილ იქნა 2 გარდაცვლილის ცხედარი. სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)