|
2017-10-28 13:42:15, 2604 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის ცირკის შენობა იყიდება
თბილისის ცირკის შენობა იყიდება, - ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Colliers International Georgia-ს ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატულ მეტრს შეადგენს. „იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა. ის 1939 წელს ცნობილმა საბჭოთა არქიტექტორმა ნიკოლაი ნეპრინცევმა ააშენა. თბილისის ცირკის შენობა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ყველაზე შთამბეჭდავი იყო იმ დროისთვის. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 4 სართულს და ერთ საწყობს მოიცავს. მისი საერთო ფართი 4,750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. ამ შენობაში შესაძლებელია გაკეთდეს სასტუმრო, საოფისე ფართი, ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი და სხვა. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად. ის მდებარეობს ღმირთა მოედანზე, ქალაქის ძირითად მაერთებელ ქუჩაზე, სადაც ერთმანეთს მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო უერთებიან. შენობიდან ჩანს ქალაქის მრავალი ისტორიული ადგილი და ღირსშესანიშნაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, თბილისის ცირკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ვებგვერდზე არ არის მითითებული უძრავი ქონების საფასური.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)