09:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 13:47:08, 2149 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოსგან სამაგიდო სიების გადაცემას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამაგიდო სიების გადმოცემას თხოვს, მიზეზად კი იმ ინფორმაციას ასახელებს, რომლის თანახმადაც „ბევრ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს პირები საარჩევნო უბნებზე იყვნენ“.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ზემოთ ხსენებული შემთხვევის კონკრეტული მაგალითი -  ცაგერის რაიონის 21-ე სარჩევნო უბანი. აქ ოქმი ამბობს, რომ საარჩევნო სიაში 33 ადამიანია, მონაწილეობა  კი 31-მა მიიღო. თუმცა,  ჩვენ გვაქვს 10 ადამიანის სახელი, გვარი და ტელეფონი,  რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი ნაწილი ან საქართველოში არ იმყოფება, ან შეუძლოდაა.

მაგალითად - ძმები თავზიანიძეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არიან წლებია; ეკა უგრეხელიძე, რომელიც თურქეთშია; ქეთევან უგრეხელიძე, რომელიც ქუთისშია და მწოლიარე ავადმყოფია, ნარგიზი კუხალაშვილი  ხონში ცხოვრობს და მწოლიარე ავადმყოფია და ა.შ.

ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითი კი არჩევნების გაყალბების ილუსტრაცია“, - განაცხადა ხაებიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics