13:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 12:37:59, 1942 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანში კიდევ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა და ის დემოკრატიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა.

პრემიერის თქმით, არჩევნები  მშვიდობიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, მედიას და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს მადლობა გადაუხადა:

„მინდა,  ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის,  ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.  მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალე არჩევნები იყო. ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის  მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული და მინდა, მადლობა გადავუხადო,  პირველ რიგში, ყველა ჩვენს მხარდამჭერს,  ყველას,  ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამათავრობო სექტორს და მედიას ასეთი კარგი გაშუქებისთვის. ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება და თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანში არის ნამდვილად კიდევ უფერო გამჭვირვალე,  კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე ორიენტირებული, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ ამ არჩევნების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, ჩვენი  საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან  დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“,-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics