09:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 18:37:14, 2219 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, ფლორანს პარლის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ფლორანს პარლის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იზორია ფრანგ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ორმხრივი შეხვედრა სამთავრობო დარბაზში გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, მათ შორის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფრანგული სამხედრო ხომალდის შემოსვლის მნიშვნელობას.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროების გადამზადებაც მოხდება, რომლებიც ფრანგული პროექტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას უზრუნველყოფენ.

„აუდიენციაზე საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლების კუთხით თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის თავდაცვის მინისტრებთან ლევან იზორიას რიგით მეხუთე შეხვედრა. ამ პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები კანადის, ლიტვის, გერმანიის, დიდი ბრიტანეტის დღეს კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი  პასკალ მენიე დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics