|
2017-10-26 17:44:31, 1908 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% ყველაზე მეტად ევროკავშირს ენდობა, 56% - გაეროს, 54% - ნატოს
ევროკავშირის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% ყველაზე მეტად ევროკავშირის ენდობა. ამავე კვლევის მიხედვით, ნდობის კუთხით მეორე ადგილს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) იკავებს. მას გამოკითხული მოსახლეობის 56% ენდობა. აღსანიშნავია, რომ ნდობის თვალსაზრისით მესამე ადგილზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსია (ნატო). ალიანსს გამოკითხულების 54% ენდობა, ხოლო ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს 25% ენდობა. ცნობისთვის, კვლევები ACT LLC-ის და მათი ქსელური პარტნიორი კომპანიების მიერ ჩატარდა. ყოველწლიური გამოკითხვა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, 2017 წლის აპრილ-ივნისში, 6 ათასი პირისპირ ჩატარებული ინტერვიუს საშუალებით (ათასი თითოეულ ქვეყანაში) ჩატარდა. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)