|
2017-10-26 15:14:39, 1643 ნახვა
საზოგადოება
ნინო ბერძულმა საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემები ჯანმო-ს წარმომადგენელთან ერთად წარადგინა
საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა ფა ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კლაუდია შტეინმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ წარადგინეს. ნინო ნერძულის თქმით, ქვეყანაში დაავადებების აღრიცხვიანობა, დაბადება-გარდაცვალების რეგისტრაცია გაუმჯობესებულია, რაც გამოწვევების შეფასებას და მასზე რეაგირების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას შესაძლებელს ხდის. „საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყნებს შორის არის მეოთხე, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მონაცემთა მიმოხლივის ანგარიში შეიმუშავა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ სწორი და ხარისხიანი მონაცემები ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია. ამ მიმოხილვის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი მიგნება არის სწორედ ის, რომ წინა წლებთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული დაავადებების აღრიცხვიანობა, დაბადება-გარდაცვალების რეგისტრაცია. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავაკვირდეთ რეალურ პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, ასევე ვნახოთ ის გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში და შესაბამისად, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ სწორი პოლიტიკით და სწორი სტრატეგიის შემუშავებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემთა მიმოხილვა შემუშავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად და ეს არის სარწმუნო მონაცემები“,-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ მონახაზი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა. საქართველო ჯანმო-ს 53 ქვეყანას შორის, საბერძნეთის, სლოვენიის და მოლდოვას შემდეგ მეოთხეა, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონახაზი შეიმუშავა. დოკუმენტში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მაჩვენებლებია თავმოყრილი და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არსებული მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესაფასებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზე ჯანმო-ს ორგანიზებული საერთაშორისო სასწავლო კურსი 23 ოქტომბერს გაიხსნა. შემოდგომის სკოლა ქვეყნების ეროვნული მონაცემების განხილვისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად ევროპის რეგიონში „ჯანმრთელობა 2020“-ის სტრატეგიის განხორციიელებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. (NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)