2017-10-26 14:37:10, 2167 ნახვა
სამართალი
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები პროკურატურაში იკითხებიან
ნუცუბიძის მე-4 პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც უწყებაში მისულმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ისინი გამოძიების შედეგებს დაელოდებიან. გარდაცვლილის ახლობლები სხვა კომენტარს მედიასთან არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ავტორი: ,