|
2017-10-25 22:01:30, 1971 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: შემეშინდა იმ ნაღმების, რომელსაც მე ჩავდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში
კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერაში მე ვხედავდი იმ საშიშროებებს, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფისთვის, რომელსაც თავში მოუვიდოდა რაიმე ტიპის არეულობა, კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერა იქნებოდა პოლიტიკური მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში მთავარი სტაბილურობის დოკუმენტი არ არსებობს. „ბუნებრივი იქნებოდა, ამდენი ბრძოლის და შეურაცხყოფის ფონზე, მე არ მომეწერა ხელი კონსტიტუციაზე. გამოვიდოდი პრინციპული, ძლიერი თითქოს, მაგრამ აქ იყო ერთი ზღვარი, ერთია პოლიტიკური პროცესი, რომელსაც შენ მისდევ და მეორე არის სახელმწიფოს ინტერესები. კონსტიტუციის ხელის მოწერასა და არ მოწერას შორის, გამომდინარე ამ დოკუმენტის ძალიან დიდი წონიდან და მნიშვნელობიდან, არის შემდეგი ზღვარი - კონსტიტუცია არის თითოეული მოქალაქის კანონიერებაში ჩართვის მთავარი დოკუმენტი, ამიტომაც იწყება ეს დოკუმენტი ასე - „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები“, ანუ ჩვენ, მოქალაქეები ამ კონსტიტუციის მეშვეობით ვამბობთ, რომ ჩვენ ვემორჩილებით კანონს. ეს ყველაზე ზოგადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტია. თუ ჩვენ ვემორჩილებით კანონს, შესაბამისად, ყველზე ლეგიტიმური პირის მიერ კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერა იდენტური იქნებოდა იმის თქმისა, რომ ჩემო პატიოსანო მოქალაქეებო, ამ კონსტიტუციას მე ლეგიტიმაციას არ ვაძლევ, შესაბამისად, თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია, გინდათ დაემორჩილეთ კანონს, გინდათ ნუ დაემორჩილებით. ეს არის ის დიდი განსხვავება, რომელიც ამ ხელმოწერაშია. მე ამაში ვხედავდი იმ საშიშროებებს, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ის უარყოფითი იმიჯი, რაც შეიძლებოდა შექმნილიყო საქართველოს შესახებ, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, თავის მთავარი დოკუმენტიც კი ვერ მიიღო სრულფასოვნად, რომ საქართველოში ყველაზე ლეგიტიმურმა ფიგურამ ყველაზე მთავარ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ეს ხმები არ ისმოდა და არ ისმის, მაგრამ ნამდვილად გაისმებოდა. ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფისთვის, რომელსაც თავში მოუვიდოდა რაიმე ტიპის არეულობა, რაიმე ტიპის კანონის ფარგლებს გარეთ გასვლა, კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერა იქნებოდა პოლიტიკური მესიჯი იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი სტაბილურობის დოკუმენტი არ არსებობს. მე ეს პოლიტიკური ბრძოლა გვერდზე გადავდე, რომ ქვეყნისთვის პრობლემა არ შემექმნა, სხვა გამოსავალი, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ მქონდა. თორემ როგორც პოლიტიკოსისთვის იქნებოდა ძალიან კომფორტული, ვიტყოდი, რომ მე დავიწყე ბრძოლა 10 თვის წინ, მარტო ვიყავი, დავამთავრე ვეტოთი და ხელიც არ მოვაწერე. მაგრამ იმ ნაღმების შემეშინდა, რომელსაც მე ჩავდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)