07:16 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 19:43:43, 2293 ნახვა

ეკონომიკა
​რუმინული ავიაკომპანია რუმინეთიდან ტურისტებს საქართველოში ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს

რუმინული ავიაკომპანია ,,Blue Air Airline" -ი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, პირველი ჩარტერული ფრენები 2018 წლის 3 და 10 თებერვალს განახორციელდება.

"გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რუმინული ტურისტული კომპანიების  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყნას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.  ვიზიტის დროს   რუმინელი ტურ-ოპერატორები ადგილზე გაეცნენ  საქართველოს ტურისტულ პოტენციალს  და შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის განხილული იქნა პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებმა, როგორც ახალმა ალტერნატივამ ევროპელი ტურისტებისთვის. საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში, რუმინული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ჩარტერული რეისები მომავალშიც განახორციელოს და  ფრენებს რეგულარულ ხასიათს მისცეს.

აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში,  რომელიც მათ შორის მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics