|
2017-10-25 17:29:19, 2268 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს აფასებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და გამართულ შეხვედრებზე მხარეები ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდებიან. „ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრები გვქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენთვის ისრაელთან თანამშრომლობას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ გვაკავშირებს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი კარგი ურთიერთობები, ჩვენ გვაკავშირებს საუკუნოვანი ურთიერთობა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება. ძალიან ბევრი გაკეთდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში გაღრმავებულიყო - ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით და ასე შემდეგ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ამ კუთხითაც ბევრი რამ არის გაკეთებული. ამ ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდებით ასევე სხვა დეტალებზე ჩვენი თანამშრომლობის",-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)