2017-10-25 14:35:30, 2215 ნახვა
კომენტარი
კობა გვენეტაძე: ეროვნულ ბანკს წინასაარჩევნოდ არავითარი ინტერვენცია არ გაუკეთებია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს წინასაარჩევნოდ არავითარი ინტერვენცია (ჩარევა) არ განუხორციელებია.
„გუშინ გავრცელებული იყო ინფორმცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც არ არის მართალი. ეროვნულ ბანკს არანაირი ინტერვენცია ზაფხულის შემდეგ არ ჩაუტარებია“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე დასმულ კითხვებზე საპასუხოდ.
გვენეტაძის თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი სწორედ იმას ნიშნავს, რომ კურსი ზოგჯერ გაუფასურების, ხან კი გამყარების მიმართულებით იმოძრავებს.
ავტორი: ,