04:41 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 14:19:51, 2128 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მთავრობასა და ხალხს 21 ოქტომბერს ჩატარებულ  ადგილობრივ არჩევნებს ულოცავს.

 როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების  დაცვით.

„ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო.  აგრეთვე ვიზიარებთ ეუთოს მოსაზრებას , რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას  უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთოს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს  არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს  საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას  და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში.  კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics