|
2017-10-23 12:06:16, 2158 ნახვა
საზოგადოება
თეძამში ახალი წყალსაცავი აშენდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის მშენებლობას 2018 წელს დაიწყებს. თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შიდა ქართლში ფერმერებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე ყოველთვის ყველაზე მწვავედ სარწყავი წყლის საკითხი იდგა. „თეძამის წყალსაცავის პროექტის განხორციელება შიდა ქართლის ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის. პროექტის განხორციელებით მკვეთრად შემცირდება კლიმატით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ახალი წყალსაცავი 72 სოფელს მოუხსნის სარწყავი წყლის პრობლემას. თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძეც ესწრებოდა, რომელმაც რეგიონისთვის წყალსაცავის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ფერმერებისა და მოსახლეობის დაკვეთით შეიქმნა. როგორც ღონისძიებაზე კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თეძამის წყალსაცავის მშენებლობით ფერმერებისთვის არამხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, არამედ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. წყალსაცავის პროექტის თანახმად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. (NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)