09:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 15:37:56, 2086 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: შედეგებით უკმაყოფილო ვართ - ჩვენი ამოცანაა „ქართული ოცნება“ სახლში გავუშვათ

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გუშინ გამართული თვითმმართველობის არჩევნების პოლიტიკური შეფასებაა ნეგატიურია.

როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა გუნდა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის "ყველა არსებული ფორმა გამოიყენა".

პოლიტიკოსის შეფასებით, "ეს არჩევნები ვერ გახდება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

"რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში, მათ შორის იმ ადამიანის არჩევანსაც, ვინც გულრწფელად დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას" და ასეთი ადამიანები საქართველოში ნამდვილად არიან. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, რომ არ ყოფილიყო ხალხზე ზეწოლა და მოსყიდვა, რომ არ ყოფილიყო ადამიანების დაშინება და შანტაჟი, შედეგი რომელიც ვიხილეთ გუშინ ასეთი ფორმით და რიცხვებით არ დადგებოდა. არჩევნების პოლიტიკური შეფასება ჩვენი მხრიდან ნამდვილად არის ნეგატიური და მძიმე. ეს არჩევნები გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ წამალი და გამოსავალი საქართველოსთვის არის მეტი ადამიანის მისვლა არჩევნებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა მომავალ არჩევნებზე, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება. გამოსავალი არ არის ხელების ჩამოყრა, გამოსავალი არ არის გულის მოფხანა და კრიტიკული გამოსვლები, გამოსავალი არის ერთი, რომ გავაძლიეროთ მუშაობა, გავაძლიეროთ ხალხთან მუშაობა, მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ არჩევნებზე და დავიცვათ მომავალი არჩევნები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", რა თქმა უნდა მძიმე პოლიტიკური შეფასებიდან გამომდინარე არ ვართ კმაყოფილი ამ არჩევნების შედეგებით, მიუხედავად იმისა რომ ეს არის პირველი არჩევნები ჩვენი პარტიისთვის, ეს არის არჩევნები, სადაც ათასობით ადამიანმა შემოხაზა პირველად ნომერი 2,  მიუხედავად იმისა, რომ პარტია შედგა და პირველი ნაბიჯი გადავდგით წინ და ავიღეთ 11%, რაც ახალი პარტიისთვის კარგი შედეგია, ჩვენი ამოცანა არ არის 11%, 15% ან  20% პარტია ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა უკეთესი მომავლითვის ბრძოლა. ჩვენი ამოცანაა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერთან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შევცვალოთ ხელისუფლება, სახლში გავუშვათ "ქართლი ოცნება" და მოვაგვაროთ ყველა პრობლება, რომელიც ხალხს აწუხებს. "ევროპული საქართველო" ხედავს იმ გზას ბრძოლის გაგრძელებაში, მეტ მუშაობაში, მეტი ადამიანის გამოყვანაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics