17:41 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 10:08:43, 2473 ნახვა

სამართალი
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1979 წელს დაბადებული გ.გ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ ა.გ.-ს და მეორე არასრულწლოვან შვილს, 2010 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, რის შესახებაც დაზარალებულმა ქალბატონმა პოლიციას აცნობა.

მათივე ცნობით, დადგინდა, რომ გ.გ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება არაერთხელ ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა გ.გ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით).

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics