13:27 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 23:00:30, 2094 ნახვა

პოლიტიკა
„იმედის“ ეგზიტპოლი - კალაძე 53%, უდუმაშვილი-ელისაშვილი - 14-14%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის  მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძე ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო.

ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილს 14-14%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და  დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ინაწილებენ.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:   „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია 5%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი 4%; „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ კახა კუკავა  3%; „ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე  3%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი გიორგი გუგავა  2%;

 „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „გორბმა“ ჩაატარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics