|
2017-10-21 20:22:07, 2035 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს კახი კალაძე: „პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით ლიდერობს. მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება, ველოდებით საბოლოო შედეგებს. ცესკოს საბოლოო დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. მინდა ყველას მადლობა ვუთხარა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, მთელს ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის განსამტკიცებლად მიმართავს“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)