07:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 13:36:00, 1834 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება შევიტანეთ უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც პრაქტიკულად მკვდარია

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან საქართველოში ქართველი ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას მისცა ხმა.

მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც „პატრიოტთა ალიანსმა“ უწყებათაშორის კომისიაში განცხადება შეიტანა.

„მე ხმა მივეცი საქართველოში ქართველი ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას, განვითარების პირობების შექმნას. ხმა მივეცი ქართული ტრადიციების დაცვას, ზნე-ჩვეულებების დაცვას, ჩვენი კულტურის და ისტორიის გადარჩენას, ჩვენი რწმენის შენარჩუნებას და ასევე იმას, რომ საქართველოში ტარდებოდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და პროცესის დასრულების შემდეგ არ ჩნდებოდეს კითხვები. საარჩევნო პროცესში იყო მინუსები და პლიუსები, ამავე პროცესში იყო ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი. ჩვენ ამ ფაქტებზე შევიტანეთ განცხადება უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც პრაქტიკულად მკვდარია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics