05:55 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 10:31:48, 1965 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატო-ს მომავალ სამიტზე რუსეთის ქმედებები აუცილებლად იქნება განხილული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა,  გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო მნიშვნელოვანიპარტნიორია არამარტო პოლონეთისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოსთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისათვის განიხილება  სამომავლო ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, გამოთქვა იმედი, რომ ამკუთხით სამიტი საქართველოსათვის წარმატებული იქნება და ყოველი სამიტი კიდევ უფრომეტად დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ მიულოცა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულიპროგრესი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველსავაჭრო სივრცეს და უვიზო მიმოსვლას გულისხმობს.

მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევისა, მინისტრმა იმედიგამოთქვა, რომ საქართველო დიდი მონდომებითა და სწრაფი ტემპებით შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მხარეებმა შეხვედრისას საქარათველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთისაგრესიული ქმედებების შესახებ ისაუბრეს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაშეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ბელორუსში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით,რომელიც, მისი თქმით, მრავალი საფრთხის შემცველია საერთო, ევროპული უსაფრთხოებისათვის.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე აუცილებლადიქნება განხილული რუსეთის ქმედებები, სამხედრო წვრთნები და შეფასებული იქნებასაფრთხეები.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას დააღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეგიონში, როგორც აზია -ევროპას შორის გზაგასაყარი და დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მრავალ შესაძლებლობასუხსნის თავის პარტნიორებს ვაჭრობის, ენერგეტიკისა და საერთო უსაფრთხოებისმიმართულებებით.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წელი, მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენიქვეყნებისათვის - ქვეყნებისათვის, რომლებმაც თავი დააღწიეს რუსეთის იმპერიას და მოიპოვესდამოუკიდებლობა. შესაბამისად, აუცილებელია, მხარდაჭერით გავაძლიეროთ ერთმანეთი და არდავუშვათ რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის შელახვის პრეცედენტები.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics