|
2017-10-19 21:42:58, 2202 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი დღემდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში
ბიძინა ივანიშვილი დღემდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. კობახიძის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზით ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, თუმცა მისი გაცხადებული მიზანი იყო დისტანცირება პოლიტიკისგან. მან ეს გაკეთებული განცხადება შეასრულა. როგორც კი გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში, მაშინვე საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, როგორც კი არ გამოჩნდა, პირიქით, საუბრობენ, რატომ არ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. დასამალი არ არის, რომ ის არის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, ამ კონტექსტში თავისუფლად ჯდება ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა აიღო პირველ ოთხწლიან ციკლზე. დღეს პოლიტიკურ სისტემას აქვს იმის რესურსი, რომ გაგრძელდეს თავისთავადი განვითარების პროცესი “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური პროცესებისგან, მათ შორის, მერობის კანდიდატების შერჩევისგან დისტანცირება. "ეს იყო თავად ბიძინა ივანიშვილის ნება - დისტანცირება პარტიული პროცესებისგან და ამ ნების შესაბამისად იმოქმედა, პარტიის ხელმძღვანელმა", - აღნიშნა კობახიძემ.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)