|
2017-10-18 15:55:03, 2373 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი იქნება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი გახდება, რაც კომპლექსურად, სპეციალური წესით განისაზღვრება. მერობის კანდიდატის თქმით, თუ შესაბამისი სამსახურები არ დაადასტურებენ, რომ მოთხოვნები სტანდარტებს აკმაყოფილებენ, მშენებლობებზე ნებართვები არ გაიცემა. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი მერობის პირობებში, საცხოვრებელი კორპუსებითვის სამშენებლო ნებართვების გაცემა სპორტული მოედნების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და პარკების ხარჯზე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა უნდა მოხდეს სწორად და თანმიმდევრულად, ხოლო იმისთვის, რომ თბილისში აღარ გაგრძელდეს უსახური შენობების მშენებლობა, განსაკუთრებული ყურადღება ვიზუალური სტანდარტის შემუშავებაზე გამახვილდება.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)