05:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 19:46:16, 1963 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და იტალიის სენატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის პერსპექტივები განიხილეს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს საქართველო-იტალიის თანამშრომლობას.

"ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სრული ჰარმონია უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ გზას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება. მაგრამ არსებობს, ურთიერთობების გასაღრმავებლად ძალიან დიდი პოტენციალი, მრავალი მიმართულებით - ეკონომიკური, კულტურული, განათლების, პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ნამდვილად გადავდგით წინ ნაბიჯი და დავსახეთ კიდევ უფრო აქტიური დღის წესრიგი ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics