|
2017-10-16 13:38:27, 2199 ნახვა
ეკონომიკა
მარნეულში ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას ფილიალი“ - „გორგია ექსპრესი“ გაიხსნა
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "გორგიამ" მარნეულში რიგით მე-7 ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია მარნეულში, რუსთაველის 74-ში 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართა. ღონისძიება ჰიპერმარკეტ "გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, მარნეულის გუბერნატორმა და გორგიას დამფუძნებელმა გახსნეს. 2500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა საქართველოში ყველა დაბალ ფასად შეეძლება. ჰიპერმარკეტის გახსნა მარნეულში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე და ახალი კონცეფციის შექმნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა. ჰიპერმარკეტების ქსელ “გორგიას” ფილიალები უკვე წარმოდგენილია შემდეგ ქალაქებში: თბილისი (წერეთლის 140) თბილისი (გლდანი, ვეკუას 14) თელავი (ალაზნის 78) ქუთაისი (ჭავჭავაძის 8/4) ზუგდიდი (რუხი-მოლი) ბათუმი (სოხუმის 10).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)