15:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 11:18:12, 2279 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა- ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ სცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 17:25 საათზე, ი.ბ. ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სს „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა სს „საქართველოს ბანკის" კუთვნილ  თანხას 25 424, 97 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით),  236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics