04:39 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 19:06:24, 2011 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იტალიას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვია.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში  - დელეგაციასთან ერთად შეხვდება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.

გიორგი მარგველაშვილი რომში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics