04:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 16:38:14, 2058 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა და მასთან  სსფ-სთან მიმდინარე პროგრამა და მისი ძირითადი მიმართულებები განიხილა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება.

აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერ ქვეყანათა შორის რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე, საუბარი წარიმართა მომავალ გეგმებზე, თუ რა სახის რეფორმები არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ზრდის უფრო მაღალ ტემპებს მიაღწიოს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი და სხვა ოფიციალური პირები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics