04:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 13:49:05, 2037 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა „მუდისის“ წარმომადგენლებს ქვეყნისთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, „Moody's"-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს საქართველოს ბოლო სუვერენული რეიტინგის გამო, რომელშიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველადაა გაზრდილი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითი ტენდენციების შესახებ ისაუბრა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით. ასევე, 29 პროცენტით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საგადასახადო და ფისკალურ რეფორმებზე, რომლის წყალობითაც ბიზნესს, მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით დარჩა მნიშვნელოვანი თავისუფალი სახსრები ბიზნესში რეინვესტირებისთვის. გარდა ამისა, მან ისაუბრა ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics