|
2017-10-15 13:00:46, 1798 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა
ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია, - ასე ერქვა სესიას, სადაც მთავარ მომხსენებლად გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მთავარ მაგალითად საქართველოში განხორციელებული და საშუალო ვადაში განსაზღვრული საგადასახადო სფეროს რეფორმები დასახელდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება პირველმა ვიცე-პრემიერმა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გააკეთა. სესია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიტორ გასპარმა გახსნა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში დაინერგა საშუალოვადიანი ბიუჯეტირების განხორციელების სტრატეგია. შედეგად, დღეს საქართველოს ბიუჯეტის პროექტთან ერთად, წარადგენს საშუალო პერიოდზე გათვლილ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც მოცემულია საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზები. მისი თქმით, იმისათვის რომ საზოგადოებასა და ბიზნესს ჰქონდეს ნდობა აღნიშნული პროგნოზების მიმართ, ის უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე, გასაგები და გაცილებით ინსტრუმენტალური. „ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პროგნოზების საიმედოობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ საგადასახადო შინაარსის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ იქნება განხორციელებული საშუალოვადიან პერიოდში. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მისგან გამომდინარე რეფორმებზე, მათ შორის, მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს დამატებით ფინანსურ რესურსს უტოვებს რეინვესტირებისთვის. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ისაუბრა 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მახასიათებელზე, მათ შორის, სივრცითი მოწყობის კომპონენტზე, რომელიც საქართველოში სატრანსპორტო გზის ხერხემლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აგრეთვე, ფისკალურ რეფორმებზე, რომელმაც ბიუჯეტის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)