|
2017-10-15 11:56:30, 1946 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდნენ
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში აშშ-ის, ჩინეთისა და საფრანგეთის აღმასრულებელ დირექტორებს სუნილ საბარვალს (Sunil Sabharwal), პინგ სუნს (Ping Sun) და ერვი დე ვილროშეს (Hervé de Villeroché) შეხვდნენ. ფინანსთა სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარების და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც ასევე იყვნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორთა საბჭოს წევრები უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში, მონაწილეობას მიიღებენ სხდომაში, სადაც საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას განიხილავს. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მლნ ესდეერის (42.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)