04:39 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 10:19:10, 2112 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ისნის, დიღმის მასივისა და ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა

კახა კალაძე ისნის, დიღმის მასივისა და ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა და სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ამომრჩევლებს პროგრამული ხედვის პრიორიტეტები გააცნო.

„მე ვიცი თბილისის პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. ისიც კარგად მაქვს გააზრებული, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა 4 წელიწადში შეუძლებელია, მაგრამ იმის ამბიცია მართლა გამაჩნია, რომ რეფორმები და პროექტები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ხელშესახები იყოს ყველა თბილისელისთვის“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც  ითვალისწინებს ურბანულ  განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

შეხვედრას მაჟორიტარობის კანდიდატები - ნინო ლაცაბიძე, ილია ჯიშკარიანი, ლადო ძნელაძე და თარაშ შურღაია, ასევე პარლამენტის წევრები - ლევან გოგიჩაიშვილი, ილია წულაია და არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics