02:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 12:54:39, 2131 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: რეგიონული განვითარების პროექტებს განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები დაემატება

მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების საკითხები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერთან და მის გუნდთან შეხვედრისას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰეემსკერკი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მიმდინარე წელს აღინიშნა მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 25 წლისთავი, რომლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე თბილისში ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი იმყოფებოდა. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც საქართველოს ინსტიტუციური განვითარების, ასევე ქვეყნის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმება ექნება, რომლითაც ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრება. „აქამდე ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, რეგიონული განვითარების პროექტები, რომელთაც აუცილებლად გავაგრძელებთ. თუმცა მათ აუცილებლად დაემატება განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics