|
2017-10-11 12:02:30, 1890 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, (Annual Meetings 2017) რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან. აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის ფარგლებში. პროგრამის პირველი მიმოხილვა წარმატებით დასრულდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)