2017-10-10 17:12:48, 2365 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა საკრებულოსთან ნიკა მელიას დაკავება სცადეს
საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდნენ.
როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პოლიციას მელიას დაკავების საშუალება აქციის მონაწილეებმა და პარტიის წევრებმა არ მისცეს. სწორედ ეს გახდა აქციაზე დაპირისპირების მიზეზი.
ამ წუთებში აქციაზე კვლავ დაძაბულობაა. სამართალდამცველები ვითარების განმუხტვას ცდილობენ.
ავტორი: ,