02:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 21:47:30, 2314 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა გუნდის წევრები წარადგინა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თავისი გუნდის ნაწილი წარადგინა. ელისაშვილის თქმით, მასთან ერთად იმუშავებენ ადამიანები, რომლებიც თბილისის გადასარჩენად თავდაუზოგავი შრომისთვის მზად არიან.


" "ნაციონალური მოძრაობის და "ქართული ოცნების" მმართველობის 15 წლის თავზე მივიღეთ ქალაქი, სადაც ჰაერი გვშხამავს, სადაც გადაადგილება შეუძლებელია, არ არსებობს ტროტუარი, სამანქანე გზა, დანჯღრეულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის  სისტემა, შეურაცხმყოფელი ტრანსპორტი დადის ქალაქში, ხეები აღარ დარჩა, ეს უნდა დავასრულოთ და ჩვენი გუნდის თითოეული მოქალაქის თავდაუზოგავი შრომით უნდა ვაქციოთ ეს ქალაქი ნორმალურ, ჯანსაღ საცხოვრებელ სივრცედ",-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა, რომ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები შეარჩია.
კერძოდ, ალეკო ელისაშვილმა  საკუთარ გუნდის წევრებად წარადგინა:  დავით ნიკოლაიშვილი, რომელიც არის ურბანისტი,  ვატო სურგულაძე-საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, დევი ტაბიძე-მედიცინის აკადემიური პროფესორი,  გარემოსდამცველი ნატო კირვალიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო კორძახია,  არქიტექტორი   სანდრო სარალიძე, ნინო ოქრუაშვილი, რომელიც  სამუზეუმო მენეჯმენტის სპეციალისტია,  იურისტები- ირაკლი ჯუღელი და ივანე ნორაკიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics