2017-10-09 17:14:28, 2442 ნახვა
სამართალი
შსს: ნინო ნიკურაძე ჩვენი თანამშრომელი არ არის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.
შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი მათი თანამშრომელი არ არის.
"მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან",-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ,