|
2017-10-09 15:31:31, 1926 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არ არის და დედაქალაქის მერობის კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდაჭერა შეუძლია. „ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპოგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულება გავაძლიეროთ, რადგანაც კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს. ვფიქრობ, რომ თბილისის მერი სწორედ ის პოზიციაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა შეეძლება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება. „ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის კონცეფციის პრეზენტაციისას რეალურად სწორი ხედვა დავინახე. მჯერა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით კი, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებული და ჯანსაღი თაობის აღზრდაა. „ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ვისაც ხელშეწყობა სჭირდება იმ მიმართულებით, რომ მათი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა მივცეთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. (NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)