|
2017-10-09 09:33:48, 1844 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის განცხადებით, სუამის ფორმატის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სუამის საიუბილეო თარიღს და საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის როლს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს თანამშრომლობა სუამის ფორმატში, აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, იმისათვის, რომ ეს ფორმატი, რომელიც უნიკალურია და ითვალისწინებს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას, კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტის განცხადებით, სუამის საშუალებით, უფრო კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დგას საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და უკრაინას წინაშე. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თემატიკას, სექტორულ თანამშრომლობას და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)