02:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-08 13:00:28, 2168 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება

სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სუამ-ის საიუბილეო მინისტერიალის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც მინისტრებს საშუალება მიეცემათ შეაჯამონ ორგანიზაციის განვლილი საქმიანობა და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში. აღინიშნა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მინისტრების შეფასებით კარგ საფუძველს ქმნის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას, ამ კუთხით  განიხილეს  მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-მოლდოვას პარტნიორულ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ორი ქვეყნის პარტნიორობას ამ მიმართულებით, მათ შორის განხილულ იქნა ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებელი საკითხები.

საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics