01:31 - 10 May, 2026
|
2017-10-07 13:38:31, 2362 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობისთვის დაპირებები აქვს გაცემული, რომლებიც უნდა შეასრულონ. „რა გითხრათ, რა თქმა უნდა არ ვაპირებ კენჭისყრას. მინდა ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როდესაც ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ბოლო მონაკვეთს, ავტობანის. მანამდე ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით, არის აღსასრულებელი და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)