|
2017-10-06 14:13:04, 3445 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დაამტკიცა
ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დაამტკიცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძემ განაცხადა, დასკვნა პოზიტიურია და თითქმის სრულად შეესაბამება იმ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა წინასწარი შეფასების სახით, დოკუმენტის დამტკიცებამდე მიიღო. „ვენეციის კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა თავისი საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დასკვნა არის პოზიტიური. ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიგზავნა ვენეციის კომისიის მხრიდან ერთი კვირით ადრე და დაახლოებით, შეესაბამება ეს დასკვნა იმ წინასწარ დოკუმენტს, რომელიც იქნა გამოგზავნილი. დოკუმენტი არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ. გარდა ამისა, დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)