|
2017-10-06 09:48:09, 1834 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს
„თვითკმაყოფილები არ ვართ და გვესმის, რომ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს მოვაგვარებთ, რადგან ისინი 20-25 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნუცუბიძისა მიკრორაიონებისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრებისას განაცხადა. „თუ დღეს და ხვალ არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა და განვითარება. ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს“ - აღნიშნა კალაძემ. კახა კალაძე ამომრჩეველს ქალაქის პრობლემების მოგვარების რეალურ გზას სთავაზობს - სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას. „ამ ყველაფრის შედეგიანობისთვის კი გვაქვს მეშვიდე - მართვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებაში მეტ ოპერატიულობას, ბიუროკრატიის შემცირებას და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. შეხვედრებსვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)