09:10 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 12:53:13, 1933 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას განმეორებით შეხვდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაო შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში  14:00 საათზე დაიწყება, თუმცა მედია სასახლეში შეხვედრას არ გააშუქებს.

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ, სადაც ასევე მიწვეული იყო მმართველი გუნდი, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტთან შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ სურდათ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციური პარტიების გარეშე შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მათთვის სასურველ ფორმატში შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა და ეს შეხვედრა გუშინ შედგა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  პრეზიდენტი იზიარებს  საჭიროებას,  ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებები კონსტიტუციაში რაც შეიძლება მალე აისახოს.

კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტს სთხოვა, მმართველ გუნდთან ცალკე შეხვედრის შემთხვევაში, მათთან კონსულტაციები კვლავ გაემართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics