01:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 20:28:51, 1923 ნახვა

პოლიტიკა
​საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან

5-6 ოქტომბერს საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი  კვირიკაშვილთან; საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან;  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან;  საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან;  საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან;  ასევე,  იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს  მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს და  ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში.  ვიზიტის ფარგლებში ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics