00:34 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 18:32:59, 2485 ნახვა

პოლიტიკა
კანადის ელჩი: კანადა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სტეფან დიონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან ასევე განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა და საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხი, თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის მიმართულებებით.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში კანადის სპეციალურ წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის გეგმებზე ეკონომიკური განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების  სურვილი გამოითქვა  

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა კანადური კომპანიებისთვის და მიესალმება მათ ფართო ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან დიონი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics