|
2017-10-04 10:29:55, 1855 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება
„მოლოდინი რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვენეციაში გამგზავრების წინ განუცხადა. ირაკლი კობახიძე 6 ოქტომბერს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება. მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსა და კომისიის მდივან თომას მარკერტთან. „მივემგზავრებით ვენეციაში, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, გვექნება მანამდე შეხვედრები ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან და ასევე, მის გენერალურ მდივანთან, გვექნება საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სხდომაზე",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება და შესაძლოა, დასკვნაში მხოლოდ მცირე ცვლილებები შევიდეს. „მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება საბოლოოდ ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამ დასკვნაში, აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის რა თქმა უნდა, პოზიტიური",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)