16:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 16:10:03, 2353 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისია მიიჩნევს, რომ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი არაკანონიერია

ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის მარგარიტის სხინასის განცხადებით, კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი არაკანონიერია.

ევროკომისიამ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, გუშინდელი რეფერენდუმი იყო უკანონო. ევროკომისია ენდობა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის მთავრობას, რომელსაც რთული პროცესის მართვა შეუძლია. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უარი თქვან კონფრონტაციაზე და სწრაფად დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს. ძალადობა აღარასდროს უნდა იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი",- განაცხადა სხინასმა და დასძინა, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შორის დღეს საღამოს სატელეფონო საუბარი შედგება.

ცნობისთვის, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს მოუწოდებს, ესპანეთს ევროგაერთიანება დაატოვებინოს.  როგორც ასანჟმა აღნიშნა, გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმზე განვითარებული მოვლენების დროს, ესპანეთმა ლისაბონის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics