16:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 13:18:17, 1973 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის ტაქსებში კამერებს დაამონტაჟებენ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტაქსებში ვიდეო-კამერებს ამონტაჟებენ, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

როგორც ქალაქის ადმინისტრაცია აცხადებს, კამერები მძღოლების და მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მედია საშუალების ინფორმაციით, არსებობს შიში, რომ კამერები მოსახლეობაზე თვალთვალის და კონტროლის მექანიზმად იქნება გამოყენებული, რადგან 2016 წელს მომხდარი პუტჩის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლებამ 60 000-მდე ადამიანი დააპატიმრა და 200 000-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მედიის ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას ბევრი აკრიტიკებს.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, მგზავრისთვის კამერა მანქანაში ჩაჯდომისთანავე იქნება შესამჩნევი, თუმცა უცნობია კამერები მხლოდ გამოსახულებას ჩაიწერენ თუ ხმასაც.

მედია იტყობინება, რომ ზოგიერთ მძღოლს მთავრობის ახალი ინიციატივა მოსწონს და მათი თქმით, კამერები საგზაო შემთხვევებს ან მძღოლებზე თავდასხმას ასახავს. ამასთან, მძღოლები აღიარებენ, რომ არ იციან ვინ არის კამერის მეორე მხარეს, ანუ ვინ უყურებს მათ.

იდეა ზოგიერთ მგზავრსაც მოეწონა. მათ აღნიშეს, რომ კამერები შეამცირებს მძღოლების მხრიდან ქალ მგზავრებზე ძალადობის და მათი შევიწროვების ფაქტებს. თუმცა, მათ არ სჯერათ, რომ მთავრობის განზრახვა კრიმინალთან ბრძოლაა.

სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იამან აკდენიზი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მსგავსი სადამსჯელო პოლიტიკის გატარების შემდეგ, არაა გასაკვირი ამ სიახლის მიზანი სწორედ მიყურადება იყოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics